ევროკავშირი უკრაინის დახმარებაზე შეთანხმდა

16 დეკემბერი 2022, 11:30 549 ნახვა

ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდა. ლიდერების სამიტის შემდეგ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი ერთგული რჩება და პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურ დახმარებას.

ამასთან ევროკავშირი სასწრაფოდ გაააქტიურებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის დახმარების მიწოდებას და დაეხმარება ქვეყანას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. 

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს,  რომ გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ტერიტორიების განაღმვაში დახმარების გაწევით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში