წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვება

16 დეკემბერი 2022, 17:44 1047 ნახვა

აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 10 წლის განმავლობაში ისარგებლა 10 000- მდე სტუდენტმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლება რჩება მთავარ პრიორიტეტად და 2023 წელს განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება კიდევ უფრო იზრდება. 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის ფარგლებში ასევე იზრდება საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსება და 200-მდე სტუდენტი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. ას სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში