ევროკავშირი ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს

17 დეკემბერი 2022, 14:18 483 ნახვა

ევროკავშირი მილიარდერ ილონ მასკისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. უცხოური მედიის ცნობით, ევროკავშირი, ამას ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად,  აპირებს.

ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშზე. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა,  იუროვამ განაცხადა, რომ ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას. 

ცნობისთვის, სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.

„ტვიტერის“ ანგარიშები დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში