აქცია სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით

17 დეკემბერი 2022, 17:21 624 ნახვა

ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.  სამოქალაქო აქტივისტები,  მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პარტია ''დროას'' წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ და  ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით  პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილი.

საპროტესტო აქციას ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან  აანონსებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში