ბათუმის საკალათბურთო გუნდმა “ტიტები” დაამარცხა

17 დეკემბერი 2022, 23:55 837 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში „ტიტებს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 97-79 დაამარცხა.

მასპინძლებს 16 ქულით, 5 მოხსნითა და 3 გადაცემით, კაილი რიდლიმ ულიდერა. სტუმართაგან კი, 16 ქულით და 3 მოხსნით აკაკი ლომოური გამოირჩა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 3 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 21 დეკემბერს საშინაო კედლებში  „რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში