ვალერი ალთაბაევის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

18 დეკემბერი 2022, 14:01 517 ნახვა

ბათუმში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჩემპიონთა თასის მფლობელის ვალერი ალთაბაევის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კალათბურთში.

შეჯიბრება, რომელიც 2012 წლიდან ტარდება, 16 წლამდე კალათბურთელთა შორის გაიმართა და მასში კლუბი „ბათუმი“, „ბასკო 2019“, ქუთაისის და ფოთის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა. „ბათუმმა“ და „ქუთაისმა“ ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომელიც „ბათუმის“ გამარჯვებით 81:76 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ფოთელმა კალათბურთელებმა „ბასკო  2019“ დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „ბათუმის“ კალათბურთელი დიანის გრიგორიანი გახდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები  სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში