მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

19 დეკემბერი 2022, 11:16 512 ნახვა

დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეა. ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. 

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის.

წმინდა ნიკოლოზის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში