ბათუმში „ვოქსის“ შენობაში გაჩენილ  ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

19 დეკემბერი 2022, 12:40 6002 ნახვა

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე კვლავ იმყოფებიან მაშველი-მეხანძრეები და სამართალდამცავები.

კობალაძის ქუჩაზე "ვოქსის" კოპრუსში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა, თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა, მოგვიანებით ხანძარი გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

 

ფოტო: ირაკლი მირზოევი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში