“ზაქარას კეთილი მანქანა” - ბათუმში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ჩამოიტანეს

19 დეკემბერი 2022, 14:29 783 ნახვა

ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის, რამდენიმე ადგილას საცხოვრებელი სახლები დაიდგა. ინიციატივა ,,ზაქარას კეთილ მანქანას’’ ეკუთვნის, რომლის მიზანიც უპატრონო ძაღლების მზრუნველობაა. 

თბილისიდან, სახელდახელოდ შექმნილ 15 ფიცრულ სახლს, მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში ათავსებს, სადაც მოქალაქეთა მოთხოვნა იყო, ან კიდევ საჭიროება ძაღლების სიმრავლის გამო.  

ცხოველთა დამცველების თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აქტუალურია, თუმცა ამ ეტაპზე თავშესაფრის  საკითხი ისევ გადაუჭრელია.

როგორ აპირებს ქალაქის მერია უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებას?კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში