პუტინი და ლავროვი მინსკში ჩავიდნენ

19 დეკემბერი 2022, 19:41 561 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი მინსკში ბელარუს კოლეგას შეხვდა. ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბარი გამართა, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, გარშემო არსებულ სამხედრო პოლიტიკურ ვითარებასა და ეკონომიკურ სფეროს ეხებოდა. გარდა ამისა, პუტინის ვიზიტამდე მინსკში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, სერგეი ლავროვმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა. ცნობისთვის, 2019 წლის შემდეგ ბელარუსში ეს პუტინის პირველი ვიზიტი იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში