ლაშა ტალახაძე საქართველოში ტრიუმფით დაბრუნდა

19 დეკემბერი 2022, 19:45 566 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართა, საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში ჩვენი ნაკრების წევრებს ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი, ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული სალიცენზიო ქულები მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძემ კი ორი ვერცხლის მედლით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლაშა ტალახაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი თუ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, განურჩევლად ოლიმპიური სახეობისა, ყველაზე მეტჯერ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში