ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში

20 დეკემბერი 2022, 10:10 637 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას მიმართა, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.

მისივე განმარტებით, ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. ეს არ შეეფერება საქართველოს.

"მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას – საჭიროა მოწყალების გამოვლენა, განსაკუთრებით წინასაშობაოდ. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში