„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე სავარაუდო თავდამსხმელი საგამოძიებო სამსახურში მიიყვანეს

20 დეკემბერი 2022, 14:06 853 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძეზე სავარაუდო თავდამსხმელი. შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოძიებო სამსახურმა იგი სავარაუდოდ დააკავა.

პარალელურად გამოკითხვაზე იმყოფებოდა გიორგი კირთაძე. მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს  გუშინ, 19 დეკემბერს, პირდაპირი ჩართვისას თავს დაესხნენ, კვერცხები ესროლეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში