იოსებ სირაბიძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

21 დეკემბერი 2022, 11:35 643 ნახვა

პროკურატურა დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს იოსებ სირაბიძეს, რომელსაც გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. მოგვიანებით, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი კირთაძე პირდაპირ ეთერში იყო. "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხა, კვერცხები ესროლა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში