რუსეთის მოქალაქე სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ

21 დეკემბერი 2022, 18:01 753 ნახვა

რუსეთის მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ის სახელმწიფო უწყებებს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. მარინა კონდრადიოკის განცხადებით, 2019 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, აქვს ბიზნესი და უძრავი ქონება. ყვება, რომ მას საქართველოს მოქალაქეებმა თაღლითური გზით მოატყუეს, რის შემდეგაც დროებითი და მუდმივი ბინადრობის მიღებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ უთხრა უარი. როგორც რუსეთის მოქალაქე ამბობს, განუმარტეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ამის გარდა კონდრადიოკი თაღლითობის საქმეზეც ითხოვს გამოძიებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს.. მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გენერალურ პროკურორს მიმართავს და ამ საქმით დაინტერესებას სთხოვს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში