ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატია

21 დეკემბერი 2022, 18:03 853 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცემა „გოლმა“ “ოქროს ბურთი 2023”-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. ლიდერი კვლავ ლეო მესია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ერთი ადგილით დაქვეითდა, რაც ათეულში არგენტინელი ალვარესის შესვლამ გამოიწვია. ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინ ჰოლანი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუსი, კევინ დე ბრუინი, ხულიან ალვარესი, მოჰამედ სალაჰი და ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ოქროს ბურთი შვიდჯერ აქვს მოგებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში