ძიუდოს მასტერსი

21 დეკემბერი 2022, 18:04 720 ნახვა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი აგრძელებს. მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა მეოთხედფინალში იტალიელი ესპოზიტო იპონით დაამარცხა და მასტერსის ნახევარფინალში ფრანგ ჯალოსთან იჭიდავებს. შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მერვედფინალში ბრაზილიელ კარგნინთან ორი ვაზარით დამარცხდა. ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა კი პირველი დაპირისპირება დამატებით დროში მასპინძელ იდო ლევინთან დათმო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მასტერსზე ვეღარ გამოვა. ბექაური წლის დასკვნით ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ავადმყოფობის გამო, ტატამიზე ვეღარ ვიხილავთ. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრება ხვალ ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში