საათი უკრაინისთვის - სოლიდარობის აქცია მსოფლიოში

22 დეკემბერი 2022, 12:31 515 ნახვა

საათი უკრაინისთვის-უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ სახელწოდებით აქცია გასულ ღამით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. დროებით ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის რომის კოლიზეუმი, სიდნეის ოპერა, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში და ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობები ბრიუსელში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვის შედეგად იტანჯება და მოუწოდა უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს იპოვონ ახალი გზები ქვეყნის დასახმარებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში