ილია სულამანიძემ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა

22 დეკემბერი 2022, 20:57 843 ნახვა

ილია სულამანიძემ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა. 100 კგ წონით კატეგორიის ფინალში ილიამ ნიდერლანელ სიმეონ კატარინას მოუგო და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ნაკრებმა კი იერუსალიმის მასტერსი საერთო ჯამში 3 მედლით დაასრულა. აქედან 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში