FIFA-მ რეიტინგი განაახლა

23 დეკემბერი 2022, 12:57 668 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა, თუმცა ფიფას განახლებული რეიტინგის სათავეში "ალბისელესტე" მაინც ვერ მოექცა. პირველი პოზიცია ისევ ბრაზილიის ნაკრებმა შეინარჩუნა. ჩემპიონმა არგენტინამ ერთი საფეხურით განიცადა პროგრესი და მესამედან მეორე ადგილზე გადავიდა. დაწინაურდა ფინალისტი საფრანგეთის ნაკრებიც, რომელიც მესამე პოზიციაზეა. ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება: ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდი, როგორც წინა რეიტინგში, ახლაც 78-ე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში