ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

23 დეკემბერი 2022, 15:36 570 ნახვა

ტატო გრიგალაშვილი ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის სპორტსმენად დაასახელა. 2021 წელს საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ორ ათლეტს - ლაშა ტალახაძეს და ლაშა ბექაურს გადაეცათ. წელს აღნიშნულ ტიტულს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავდა. საუკეთესოდ დასახელებულმა 23 წლის ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, აბუ დაბის გრანდ სლემი და იერუსალიმის მასტერსიც მოიგო. წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაში სახეობებში ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში