მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება - ვასილ კაკაშვილი

23 დეკემბერი 2022, 16:17 640 ნახვა

ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი კვლევის ჩატარება, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება თმისა და ფრჩხილის საფუძველზე. ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მიხეილ სააკაშვილს თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღება და თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი კვლევის ჩატარება. ხაზი მინდა გავუსვა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია საქმეზე ობიექტური, ღია და გამჭირვალე გამოძიების წარმოება და საზოგადოებაში არსებულ კველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა“, – განაცხადა ვასილ კაკალაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში