თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი აშშ-ში

24 დეკემბერი 2022, 12:23 557 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის რეკორდულ, 858-მილიარდიან ბიუჯეტს მოაწერა ხელი. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას. თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა, 6 მილიარდი შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. 10 მილიარდით ვაშინგტონი ტაივანსაც გაუწევს სამხედრო დახმარებას. აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში სამხედრო საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 50 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში