ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში საახალწლო დღეებში კომენდანტის საათი დააწესეს

25 დეკემბერი 2022, 12:02 459 ნახვა

შობის წინა დღეს დაბომბილ ხერსონში დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავდა 58 ადამიანი,მათ შორის ერთი ბავშვი. ოკუპანტის იერიშის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაიწვა ავტომობილები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 540 ირანული დრონი გაუშვეს. კვლავ რთული ვითარებაა ბახმუტში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. იბომბებოდა სუმის ოლქიც სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი რუსი ოკუპანტები აგრძელებენ რეჟიმისა და ადმინისტრაციული ზომების გაძლიერებას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვასილივკაში ოკუპანტებმა 28 დეკემბრიდან 4 იანვრამდე კომენდანტის საათი დააწესეს. სასწრაფო დახმარების მუშაკებს კი ეძლევათ სპეციალური საშვი, ხოლო სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა და დასახლებაში გადაადგილება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში