მკვლელობა პირადი კონფლიქტის გამო

25 დეკემბერი 2022, 12:08 892 ნახვა

პოლიციამ ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1964 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული და მიიმალა. დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში