ბათუმის ნაძვის ხე დღეს აინთება

25 დეკემბერი 2022, 12:09 3665 ნახვა

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები დღეიდან იწყება. კონცერტი 18 საათზე დაიწყება და გვიან ღამით ნაძვის ხის ანთებით დასრულდება. მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური ჯგუფები, მათ შორის ინდივიდუალური შემსრულებლები. მემედ აბაშიძის ქუჩაზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ევროპის მოედანზე კი განთავსებულია ახალი სტენდები. მომზადებულია მაგიდები საშობაო ბაზრობისთვის. დღის განმავლობაში ბავშვების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით წელს საახალწლო კონცერტი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო უნდა გამოვიდეს.რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას - დღეს საღამოს 6 საათიდან ღამის 2 საათამდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ტრანსპორტი ტრადიციულად უფასო იქნება 31 დეკემბერსაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში