უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

26 დეკემბერი 2022, 11:37 494 ნახვა

დღეს უკრაინა ოფიციალურად დააყენებს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის შემდგომი ყოფნის საკითხს. ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონისას განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებას უკრაინას აქვს მარტივი შეკითხვა - აქვს თუ არა რუსეთს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და საერთოდ, იყოს გაეროში? 23 ნოემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს ბრალი დასდო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ჩამოერთვას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში