საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე

26 დეკემბერი 2022, 11:45 796 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვეყნის 63 ქალაქში დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე გუშინ საზეიმოდ აინთო. გაიმართა კონცერტი. იმღერეს ზვიად ბოლქვაძემ, პროექტ „ რანინას „ მონაწილეებმა და ჯგუფ „ იალქნის“ წევრებმა იმღერეს. ევროპის მოედანზე მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობა. საახალწლო ღონისძიებების გამო მემედ აბაშიძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაგრძელდება , სადაც სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. გალა კონცერტები 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს გაიმართება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში