გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

26 დეკემბერი 2022, 14:50 812 ნახვა

გიორგი ნავალოვსკიმ 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ფეხბურთელი 2019 წლიდან "დინამო" ბათუმის შემადგენლობაში ასპარეზობდა, სადაც 89 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ბათუმურ კლუბთან ერთად გიორგი ეროვნული ლიგის და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

ნავალოვსკი 2008 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ეროვნულ ნაკრებში 41 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი ნავალოვსკი სხვადასხვა დროს "ანჟის" , "ხიმკის" , "ვოლგას" , "სკა ხაბაროვსკის" , მინსკის "დინამოს" , ბაქოს "ნეფტჩის" , "ვერიას" და გორის "დილას" ღირსებას იცავდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში