გახსნილი დანაშაული

29 იანვარი 2017, 00:00 2348 ნახვა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამი  და საქართველოს 1 მოქალაქე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს.

ამავე კატეგორიაში