გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა - ჯანდაცვის მინისტრი

26 დეკემბერი 2022, 17:27 586 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინით ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა.

მისი თქმით, კოვიდის ვაქცინა ისევ იმ ნიშნულზეა, სადაც 2-3 თვის წინ იყო.

„გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა, რაც შეეხება კოვიდის ვაქცინას, ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც 2-3 თვის წინ ვიყავით. მარაგები რაც გვაქვს, იმას ვითვისებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში