შტატებში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

27 დეკემბერი 2022, 11:31 521 ნახვა

აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

განსაკუთრებით რთული ვითარება კვლავ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს. სტიქიის გამო, ათი ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაუქმდა რეისები.

მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი აშშ-ში რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ფიქსირდება, თუმცა ბოლო ციკლონი უპრეცედენტოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში