რომან დოლიძე UFC-ის ხუთ საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელეს

27 დეკემბერი 2022, 11:45 858 ნახვა

ამერიკულმა გამოცემამ „ემ-ემ-ეი მანიამ“ ქართველი რომან დოლიძე 2022 წლის ხუთ საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელა. იგი ისეთი სპორტსმენების გვერდით დააყენეს, როგორებიც არიან სერგეი პავლოვიჩი, ვეილი ჟანი, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ალექს პერეირა . „სამი ჩხუბი, სამი მოულოდნელობა, სამი დაუნდობელი და უნიკალური ფინიში. ამ ბიჭს ორი მოსაწყენი ბრძოლა ჰქონდა, მას მერე, კი ვინც გზად შეხვდა, ყველას გადაუარა. სამივე მათგანი ორიგინალური გზით დაამარცხა. დოლიძემ დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ წარიმართება ბრძოლა, ის ყველა კომპონენტში ძლიერია“, - აღნიშნულია სტატიაში. რომან დოლიძემ მიმდინარე წელს UFC-ში სამი მატჩი გამართა და სამივე ნოკაუტით მოიგო. ქართველი მებრძოლი ორგანიზაციის საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციამდე ავიდა. "კავკასიელი" მომავალ ბრძოლას 2023 წლის 28 მარტს, ლონდონში, იტალიელ მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში