აშშ-ი უამინდობამ 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

28 დეკემბერი 2022, 10:02 887 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობამ, 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ "BBC"-ი ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში