რუსულმა ძალებმა ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს

28 დეკემბერი 2022, 10:17 641 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. ჭურვი სამშობიარო განყოფილებასთან აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხერსონი. რუსებმა დაბომბეს საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაბომბეს ის ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა. თავდასხმამდე ექიმებმა მოასწრეს საკეისრო კვეთის დასრულება. დაწესებულებაში ხუთი ნამშობიარები ქალი იმყოფება“, - აცხადებს ტიმოშენკო.

მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასშიც. ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება, თუმცა უკრაინელები მასირებული იერიშების მოგერიებას ახერხებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანეს.

მათივე განმარტებით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში