ინდოეთი საზღვრებზე კოვიდშეზღუდვებს აწესებს

28 დეკემბერი 2022, 11:44 496 ნახვა

ინდოეთმა ქვეყანაში ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ტაილანდიდან ჩასულებისთვის კოვიდ-19-ზე ტესტირება სავალდებულო გახადა. გადაწყვეტილება ოფიციალურმა დელიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ 8 იანვრიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების შესახებ განაცხადა. ამ ქვეყნებიდან ინდოეთში ჩასულებს კარანტინში გადაიყვანენ, თუ მათ კოვიდ-19-ის სიმპტომები გამოუვლინდებათ ან მათი კოვიდტესტი დადებითი აღმოჩნდება. ამის შესახებ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა მანსუხ მანდავიამ განაცხადა. ჩინეთმა მასობრივი პროტესტის შედეგად ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქა, რასაც გასულ კვირებში ინფექციის ხელახალი აფეთქება მოჰყვა. იაპონიამ სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ ჩინეთიდან ჩასულებისთვის კოვიდ ტესტის წარდგენა სავალდებულო იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში