განადგურებული ინფრასტრუქტურა

28 დეკემბერი 2022, 11:45 524 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უკრაინული ერთიანი სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა. საუბარია გაზსადენებზე, ელექტროსადგურებზე, ხიდებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. მინისტრის მოადგილის ცნობით, სულ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად 35 ათასზე მეტი ობიექტია დანგრეული. მისი ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში