''დინამო'' ბათუმი სამი ფეხბურთელით გაძლიერდა

28 დეკემბერი 2022, 15:30 1178 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ''დინამო'' ბათუმი ახალი სეზონისთვის ძლიერდება. ბათუმურმა კლუბმა სამი მოთამაშე ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონი, მეკარე ანტონ ჩიჩკანი და მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიმატა.

27 წლის ბელორუსმა გოლკიპერმა ანტონ ჩიჩკანმა ''დინამოსთან'' 1 წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა გუნდის მეორე ახალწვეულმა 28 წლის სერბმა მარცხენა მცველმა სტეფან ჰაიდინმაც შავიზღვისპირელებთან ერთლწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საქართველოს 18 წლამდე ნაკრების კაპიტანი ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონი კი ბათუმურ კკლუბში 2 წელი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ''დინამო'' ბათუმი ოთხმა ფეხბურთელმა ოლეკსანდრ აზაცკიმ, მილან რადინმა და ბენჟამინ ტეიდიმ დატოვეს, ხოლო გიორგი ნავალოვსკიმ კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში