მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

29 დეკემბერი 2022, 10:02 873 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული და მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში