მეგი ბაქრაძის საქმე - ექიმს ბრალს დღეს წარუდგენენ

29 დეკემბერი 2022, 11:47 560 ნახვა

ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის დაზუსტების შემდეგ კი , დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა, სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის სახით გირაოს ითხოვს. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს. შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძე 2021 წლის მარტში გარდაიცვალა, კოვიდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში