გათიშული შუქნიშნები

29 დეკემბერი 2022, 11:52 829 ნახვა
00:00
00:00

ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე შუქნიშნებია გათიშული. მათ შორისაა ბაგრატიონისა და ლერმონტოვის , ასევე გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა. პრეტენზიით მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ხალხმრავალ გადასასვლელებზე შუქნიშნების გათიშვა საავარიო მდგომარეობას ქმნის და შესაბამის უწყებებს განმარტებებს და დროულ რეაგირებას სთხოვენ. ბათუმის ავტოტრანსპორტში კი აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული 36 შუქნიშნიდან მხოლოდ ხუთია გათიშული. მიზეზად საახალწლო ღონისძიებებსა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი