ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის დელეგაცია მიიღო

29 დეკემბერი 2022, 11:55 449 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე საფრანგეთს მადლობა გადაუხადა მიწოდებული გენერატორებისა და იარაღისთვის, ასევე უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გენერატორების მიწოდება, ისევე როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, "მნიშვნელოვანი ჟესტია" და მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრს მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში