ზელენსკი რადაში წლის საანგარიშო სიტყვით წარსდგა

29 დეკემბერი 2022, 11:56 559 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი რადის წინაშე გამოვიდა წლის საანგარიშო სიტყვით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის პირობებში მსოფლიო აღიარებს უკრაინის ერთიანობასა და სიმამაცეს. ზელენსკის გამოსვლა საჰაერო თავდასხმის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ,,უკრაინა არ დანებდა, ფეხზე დადგა, მსოფლიო გააერთიანა და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე წარმატებით. მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლებამ შესაძლებელია გაიმარჯვოს-განაცხადა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიას. ,, ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა. ყველა რუსული ნაბიჯი შეცდომად იქცა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში