ბათუმში მე-16 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

29 დეკემბერი 2022, 14:21 21709 ნახვა

ბათუმში, 36  წლამდე ქალი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე შუშებს წმენდდა. 

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში