რა ჯდება საახალწლო სუფრა?

29 დეკემბერი 2022, 18:00 2145 ნახვა

ახალ წლამდე ორი დღე რჩება- და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად ხალხმრავლობაა ბაზრებსა და მარკეტებში, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა და პროდუქციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რეალიზაციის მოლოდინშია. როგორც ირკვევა პროდუქციის ნაწილზე ფასები საგრძნობლად გაზრდილია. მაგალითად : გოჭის ფასი 150 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს, ინდაურის ფასი კი 70 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს, საგრძნობლად არის გაზრდილი რძის პროდუქტების ღირებულებაც. ბაზართან ერთად ხალხმრავლობა და რიგებია სარფის საბაჟო პუნქტზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი სურსათის საყიდლად მეზობელ თურქეთში გადადის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში