ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს

29 დეკემბერი 2022, 18:41 626 ნახვა

ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარი შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო და აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში