მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვრამდე გადაიდო

30 დეკემბერი 2022, 13:21 724 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აპირებდა, შუამდგომლობის დაყენებას, რომ პროცესები დასვენების დღეებშიც ჩანიშნულიყო.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.  შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში