ახალი წელი ბომბების ფონზე

31 დეკემბერი 2022, 12:23 744 ნახვა

პირველი ახალი წელი უკრაინაში ომის ფონზე. დღესასწაულის მიუხედავად ოკუპანტი არ წყვეტს ქალაქების დაბომბვას .პუტინი ისევ სისასტიკით გამოირჩევა.უკრაინაში მოქალაქეებს დღესასწაულთან შეგებება სამხედრო სირენების ფონზე უწევთ. გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 80 სარაკეტო იერიში განახორციელეს. ჩვენ ომი არ აგვირჩევია, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ, ღმერთია ჩვენს მხარეს - ამ სიტყვებით შეაჯამა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გატარებული აგრესია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 105-ზე მეტი რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. უკრაინელ დამცველებს, ოკუპანტების იერიშების მოგერიება დღემდე რიგი მიმართულებით უწევთ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში