უკრაინა რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

31 დეკემბერი 2022, 12:30 620 ნახვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ლექსეი რეზნიკოვის თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება კაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს. რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში რეზნიკომა ომის მიმდინარეობასა და ბოლო თვეებში რუსეთის არმიის წარუმატებლობებზე ისაუბრა, მათ შორის ხერსონში, კიევთან და ხარკოვთან. მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით თავი აარიდონ მობილიზაციას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში