აფეთქებები უკრაინაში

31 დეკემბერი 2022, 17:52 671 ნახვა

პუტინი ცდილობს უკრაინელებს ახალი წლის განწყობა გაუფუჭოს. ოკუპანტი არც ახალი წლის დღეს ერიდება ქალაქების დაბომბვას, UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებებია კიევის ოლქშიც, სადაც ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით არის მსხვერპლი. რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს, სოლომიანის რაიონში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. ენერგოსისტემაზე დატვირთვის შესამცირებლად ოდესის ოლქში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20 რაკეტა დაფიქსირდა. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში